მანქანის შემოწმება ყიდვამდე

(კომპანია „ტექნო-ტესტი“ გთავაზობთ ავტომობილის შეძენამდე შემოწმების სერვისს, რის შედეგადაც თქვენ იღებთ დეტალურ ინფორმაციას შესაძენი ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ. ამ პროცესის საშუალებით, თქვენ თავიდან ირიდებთ ზედმეტ დანახარჯებს და არ ხდებით თაღლითური გარიგებების მსხვერპლი. შემოწმება ხორციელდება თანამედროვე აღჭურვილობის გამოყენებით, მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი პერსონალის მიერ. ზუსტი ტესტის მეშვეობით, თქვენ ადგენთ შესაძენ ავტომობილში დაზიანებას და საშუალება გეძლევათ დროულად აღმოფხვრათ იგი. საბოლოოდ კი შეიძენთ საიმედო და რაც მთავარია უსაფრთხო ავტომობილს).
სერვისი გათვლილია ყველა კატეგორიის ავტომობილზე და ის ეხება, როგორც კერძო, ასევე კომპანიებზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებებს.

სად შეიძლება მივიღოთ მომსახურება?

შემოწმება ყიდვამდე ტარდება ნებისმიერ ჩვენს ფილიალში ქვეყნის მასშტაბით.

კომპანია „ტექნო-ტესტის“ ფილიალებში თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ავტომობილის შეძენამდე შემოწმების სერვისი და სხვა არაერთი მომსახურება, მათ შორის: ინსპექტირება, საჭის მექანიზმის რეგულირება, სათადარიგო ნაწილების მონტაჟი და სხვადასხვა მოდელის ავტომობილის შეკეთება. იმის გასარკვევად თუ რომელი ფილიალია თქვენთვის ყველაზე მოსახერეხებელი და გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი, გთხოვთ გაეცნოთ ფილიალების სიას ჩვენს გვერდზე. არჩევის შემდეგ, მობრძანდით იმ ავტომობილით რომლის შეძენასაც აპირებთ). 

მანქანის  ყიდვამდე  «ტექნო-ტესტის» ფილიალებში შემოწმების უპირატესობები 

  • “ტექნო-ტესტის“ მიერ შემუშავებული მეთოდის მიხედვით ავტომობილის შემოწმებას ატარებს ორი ინსპექტორი ერთდროულად, რაც კიდევ უფრო ზუსტს ხდის ტესტირებას. მეთოდი გამორიცხავს ტესტირებისას ერთ-ერთი ინსპექტორის მიერ თუნდაც უნებლიედ დაშვებულ სულ მცირე შეცდომასაც კი. შემოწმების ასეთი მიდგომით მინიმუმამდეა დაყვანილი ინსპექტორსა და ავტომობილის მფლობელს (ან მომავალ მფლობელს) შორის უნდობლობის ზღვარი და კონფლიქტის მოხდენის რისკები).
  • გარანტია - ავტომობილის წარმატებით შემოწმების შემდეგ „ტექნო-ტესტი“ გაძლევთ ექვსთვიან გარანტიას
  • თანამედროვე აპარატურა - ჩვენი ცენტრები აღჭურვილია ბოლო თაობის აპარატურით, ზუსტი გამზომი მოწყობილობებით)
  • ფილიალები- ცენტრები განთავსებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით. გეოგრაფიულად ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის. შედეგად, ირჩევთ თქვენთვის სასურველ ტესტ-ცენტრს, ზოგავთ დროს, ფინანსებს, ენერგიას და იღებთ პროფესიონალურ სერვისს.
  • ინდივიდუალური მიდგომა - დიახ, ჩვენი სერვისი მორგებულია ინდივიდებზე, ცალკეულ მომხმარებელზე და მათ სუბიექტური ნება-სურვილის დაკმაყოფილებაზე

    (კარგად გვესმის, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის ახალი ავტომობილის შეძენა ბრენდი-კომპანიების „შოუ-რუმებიდან“ და მოსახლეობის უმეტესობა მეორადი ავტომობილების შეძენას ანიჭებს უპირატესობას. სწორად აქ, ამ პროცესში, აუცილებელია ავტომობილის შემოწმება შეძენამდე, რათა წინასწარ დაადგინოთ დეფექტები. შეუმოწმებელმა ავტომობილმა, მომავალში შეიძლება არასასასიამოვნო სიურპრიზი მოგიწყოთ, რაც გამოიხატება არასასურველი სარემონტო ხარჯების გაწევაში. შემოწმების გარეშე შეძენა ძალიან მაღალი რისკის მატარებელია, როგორც ფინანსური ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით).

მანქანის ყიდვამდე შესმოწმებელი აღჭურვილობა 

  • დინამომეტრი, რომელიც აჩქარებს მანქანას 100 კმ საათამდე რათა შემოწმდეს ძრავის  და ავტომატური გადაცემა კოლოფის მუშაობა რეალურ დროში. (მოდელირებული აჩქარების რეჟიმი)
  • ოპერაციების მინი-ჯაჭვი, რომლის მიზანიც არის საჭის სისტემის კომპიუტერიზებული ტესტირება, მათ შორის ლიუფტის და ბალანსირების შემოწმება, ასევე დამუხრუჭების სისტემის შემოწმება; რა თქმა უნდა, სპეციალური აპარატი გამოიყენება ავტომობილის ვიბრაციის ტესტირებისთვის და სამუხრუჭე სისტემების შემოწმების მიზნით.

სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური დათვალიერება სრული სალიცენზიო პროგრამის ფარგლებში მოიცავს ჰაერის დაბინძურების შემოწმებას (საჰაერო სინჯების მოსაგროვებელი ზონდი მდებარეობს მაყუჩის შიგნით, რათა შეაგროვოს ინფორმაცია ნახშირწყალბადების და ნახშირბადის მონოქსიდის შემცველობის შესახებ გამონაბოლქვში).

  • (ტესტ-ცენტრის ტექნიკური აღჭურვილობა შეესაბამება ისრაელის ტრანსპორტის სამინისტროს მიერ დადგენილ მკაცრ სტანდარტებს, რომელიც მოწმდება ყოველწლიურად და დამაკმაყოფილებელი პასუხის შემთხვევაში გაიცემა სერთიფიკატი.)
  • ჯგუფი "ტექნო-ტესტის" თანამშრომლები ყოველწლიურად გადიან შემოწმებას და თუ დასაქმებული ვერ გაივლის შემოწმებას მასთან სამუშაო ხელშეკრულება წყდება.
  • "ტექნო-ტესტ ჯგუფის" თანამშრომლებს თვეში ერთხელ რეგულარულად უტარდებათ სპეციალური ტრეინინგი მანქანის ყიდვამდე შემოწმების შესახებ.

კომპანიის თანამშრომლები ხშირად გადიან სწავლებას ისრაელის საზღვრებს გარეთაც. ასეთი სასწავლო კურსი  საშუალებას გვაძლევს გავიზიაროთ ევროპის ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება და  კვალიფიკაცია ავუმაღლოთ ჩვენს თანამშრომლებს თანამედროვე მიდგომების შესაბამისად.

საიმედოობა და მრავალი წლის გამოცდილება

ჩვენ, „ტექნო-ტესტის“ ჯგუფს კარგად გვესმის, რომ სერვისის მიწოდების დროს საიმედოობა ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენს შემთხვევაში საიმედოობიის საფუძველია გამოცდილება და თანამედროვე აღჭურვა. შესაბამისად არ ვზოგავთ ფინანსებს და მუდმივად ვახორციელებთ ინვესტიციებს უმაღლესი დონის ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით. ამიტომაც, როდესაც ავტომობილის პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ან უბრალოდ ტესტირებას ვატარებთ მის შეძენამდე,  ჩვენი ყურადღების მიღმა, არასდროს არ რჩება არცერთი დეტალი და ნაწილი. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჩვენი კომპანიის წარმატების საიდუმლო, მუდმივ განვითარებაში და პროფესიონალიზმშია. 

შემოწმების რეზულტატების ანგარიშის ნიმუში

თუ გსურთ მეორადი ავტომანქანის შეძენა რეკომენდირებულია ყიდვამდე შემოწმების ჩატარება სერტიფიცირებულ შემმოწმებელ ცენტრში. ასეთი შემოწმება მოიცავს ავტომობილის ყველა სამუშაო სისტემის ტექნიკური მდგომარეობის შეფასებას: სამუხრუჭე სისტემა, საჭე, შასი, გადაცემათა კოლოფი და ძრავა. მანქანა შემოწმდება სერტიფიცირებული ინსპექტორისა და კვალიფიციური სპეციალისტების მიერ ვიზუალურად, მექანიკურად და კომპიუტერიზებული გზით

ავტომობილის მექანიკური მდგომარეობა აისახება ისეთ მონაცემებში, როგორიცაა ძრავის სიმძლავრე და გამომუშავება, სამუხრუჭე ეფექტურობა, ბორბლების ბალანსირება, ნივთიერებების შემცველობა გამონაბოლქვში და სხვა. კომპიუტერიზებული შემოწმება აჩვენებს სკანირების ანგარიშებს, რომელიც შეიცავენ ავტომობილის ამჟამინდელ დეტალურად მდგომარეობას და ხელს უწყობს ფარული დეფექტების გამოვლენას.

ქვემოდ მოცემული არის კომპიუტერიზირებული ანგარიშების ნიმუშები:

  • შემოწმების შესახებ ანგარიში - ანგარიშის მიზანია ავტომობილის ძარის შესაძლო დაზიანების გამოვლენა. ხორციელდება კომპიუტერული სკანირება, რომელსაც შეუძლია ისეთი დაზიანებების გამოვლენა, რომელიც თვალით არ ჩანს. შესაძლოა, ავტომანქანა იყო მოხვედრილი სერიოზულ უბედურ შემთხვევაში და დაზარალებული აქვს შასი, მაგრამ მფლობელმა გადაწყვიტა, რომ ძარის სარემონტო სამუშაოები ჩატარება საკმარისი არის რის შედეგადაც შესახედავი დაზიანებები არ ჩანს, მაგრამ რეალურად მანქანას აქვს შიდა დაზიანებები. ეს ანგარიში ასევე გამოავლენს ფარულ დაზიანებებს.
  • სამუხრუჭო სისტემის შესახებ ანგარიში - ეს ანგარიში აღწერს ავტომობილის ბორბლის კვალს, შეჩერებას, ხახუნს და სამუხრუჭე ძალებს, როგორც ხელით სამუხრუჭოს თვალსაზრისით ასევე და პედლების მიერ კონტროლირებადი მანქანის მუხრუჭების თვალსაზრისით.
  • გადაცემათა კოლოფის შესახებ ანგარიში - ეს ანგარიში აანალიზებს ძრავის გამომუშავებას, სიჩქარის ცვლილებებს საჭირო ძრავის სიმძლავრეზე და სიჩქარეზე, ადასტურებს ძრავის სიმძლავრეს შეყვანის დროს, გადაცემის სისტემას და მათ ურთიერთობას ბორბლებზე.
  • გეომეტრიული ანგარიში საკიდარის შესახებ (წინა და უკანა) - ანგარიში მოპოვებული არის საჭის სისტემის, საკიდარის სისტემის, ამორტიზატორების, საბურავების და ბორბლების სკანირების შედეგად. ამ სისტემებში ნებისმიერმა მარცხმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას მძღოლსდა მგზავრებს. ასეთი დაზიანების ადრეულმა გამოვლენამ და დროულად აღმოფხვრამ შეიძლება აგაცილოთ კატასტროფა თავიდან.
  • სამუხრუჭე სიმძლავრის შესახებ ანგარიში - ტესტის დროს, ავტომანქანა ექვემდებარება სხვადასხვა ფაქტორებს და სამუხრუჭე ძალა და დამუხრუჭების უნარი მოწმდება წინა და უკანა დამუხრუჭების სისტემებში ნებისმიერ სიტუაციაში.
  • ანგარიში ბალანსირების შემოწმების შესახებ (ღერძები) - ეს ტესტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ეს ეხება ბორბლებს შორის შეთავსებას მანქანის ბორბლებს შორის შეერთებულს ღერძებით, რის გამოც სატრანსპორტო საშუალებებს შეუძლია ძირითადი ფუნქციების შესრულება, როგორიცაა გადაადგილება, დამუხრუჭება, აჩქარება და სწორი მიხვევ მოხვევა. თუ დეფექტები აღმოჩენილი იქნა, ისინი დაუყოვნებლივ უნდა აღმოიფხვრას.
  • ჰაერის დაბინძურების ანგარიში - ამ ტესტის შემთხვევაში შესაძლებელია ავტომობილის გამონაბოლქვიდან ოთხი სხვადასხვა ტიპის აირის გამოვლენა, რამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს გარემოს. მანქანა უნდა შეესაბამებოდეს დამაბინძურებლების შემცველობის დასაშვებ სტანდარტებს.
  • ძრავის წნევის შემოწმების ანგარიში - ანგარიშში აღწერილია ძრავის ცილინდრების მდგომარეობა, გაგრილების სისტემა, ბატარეის მდგომარეობა (აკკუმულიატორის), ძრავის თავების მდგომარეობა და ეხმარება ზეთის გამოჟონვის გამოვლენაში. ამ ანგარიშის გამოყენებით, შეგიძლიათ მიიღოთ სრული სურათის ძრავის მდგომარეობაზე და მასთან დაკავშირებულ სისტემებზე
  • სრული საბოლოო ანგარიში - აქ ამომწურავი შემოწმების დროს შეგროვებული უამრავი მონაცემები იკრიბება, ანალიზდება და მათგან დგება ზოგადი ანგარიში, რომლის მიზანია ავტომობილის ამჟამინდელი მდგომარეობისა და მისი სამუშაო სისტემების სრული სურათის აღწერა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ შემოწმების ჩატარება და სატრანსპორტო საშუალების მართვა ან მასში არსებული გაუმართაობა, მათ შორის მითითებული დეტალები და რეკომენდაციები სარემონტო სამუშაოების შესახებ ან სარემონტო სამუშაოების დეტალური აღწერა, თუ ასთები იყო ჩატარებული წარსულში.

შეავსეთ საკონტაქტო ინფორმაცია

    თითოეული კომპანია არის დამოუკიდებელი იურიდიული პირი, ჩვენ წინასწარ ბოდიშს ვიხდით შესაძლო უზუსტობების გამო.