სად მდებარეობენ «ტექნო-ტესტი» -ს ფილიალები?
ჩვენი ფილიალები გაბნეულია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ისინი მდებარეობენ მოსახერხებელ ადგილებზე, აღჭურვილი არიან თანამედროვე ტექნიკით, რომლებზეც მუშაობენ მხოლოდ კვალიფიცირებული სპეციალისტები. ტექნო-ტესტის ყველა ფილიალი ემსახურება ყველა კატეგორიის სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებას .
კომპანიის სერვისებში შედის შემდეგი:
- მომსახურეობა დილის 07:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე
- ტესტირება 7 წუთის განმავლობაში
- ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე
- სერვისი ტესტი სახლში
- ყოველწლიური ტექდათვალიერება
- სათადარიგო ნაწილების იმპორტი და ა.შ
კომპანია "ტექნო-ტესტში" ავტომობილის პერიოდული ტექნიკური დათვალიერების ჩატარების უპირატესობები
- გამოცდილება - ჩვენს კომპანიას გააჩნია 40 წლიანი საავტომობილო მომსახურების სფეროში.
- - ჩვენ გვყავს ასობით ათასი კმაყოფილი კლიენტი, რომლებიც ყოველ წელს ბრუნდებიან ჩვენთან.
- მრავალრიცხოვანი და გამოცდილი კადრები - ასობით კვალიფიცირებული და გამოცდილი პერსონალი საშუალებას გაძლევთ მიიღოთ სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება.
- ყოველგვარი სერვისი ერთი "სახურავის" ქვეშ - კომპანია "ტექნო-ტესტის" ფილიალებში შესაძლებელია ყველა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირება
- ავტომობილის შემოწმება და პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისთვის მომზადება) - კომპანიის თანამშრომლებს აქვთ დიდი გამოცდილება და არიან ექსპერტები (ავტომობილის შემოწმების და ტესტირებისთვის მომზადების საქმეში
მნიშვნელოვანია იცოდეთ - ინფორმაცია ეხება ავტომფლობელებს ისრაელში:
15 წლის ან მეტი ასაკის სატრანსპორტო საშუალებებმა აუცილებლად უნდა გაიარონ სამუხრუჭე სისტემის შემოწმება სერტიფიცირებულ ავტოსერვისში ტესტირების დაწყებამდე. 19 წლის ან მეტი ასაკის სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებმა ვალდებული არიან წარმოადგინონ მოძველებული ავტომანქანის მოწმობა, და ასევე გაიარონ ლიცენზირება წელიწადში ორჯერ.
ვზრუნავთ რა, მომხმარებლის კომფორტზე, ჩვენ, ტესტ-ცენტრები გეოგრაფიულად გავმართეთ ისე, რომ რაც შეიძლება ხელმისაწვდომი გამხდარიყო ის ავტომფლობელისთვის. ასევე, გავითვალისწინეთ დროის ფაქტორი და სხვადასხვა სამსახურში დასაქმებულ ავტომფლობელთა სამუშაო გრაფიკიც. ჩვენი შეთავაზების მიხედვით, მათ შეუძლიათ ტესტ-ცენტრში სტუმრობა განახორციელონ მათი სამსახურის სამუშაო საათების დაწყებამდე ან დასრულების შემდეგ. ზუსტად ამიტომ, „ტექნო-ტესტის“-ცენტრების სამუშაო გრაფიკი განისაზღვრა 12 საათით, დილის 07:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე.
ყველაფერი მანქანის ტესტირების შესახებ
ხშირად, ავტომფლობელს არ აქვს დეტალური ინფორმაცია მის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობის შესახებ. ეს ინფორმაცია კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება თუ მესაკუთრემ ავტომობილი ერთი ან ორი წლის წინ შეიძინა. ასეთ დროს, ავტომობილის გაყვანა პირდაპირ, მოუმზადებლად, პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებაზე, ერთგვარი რისკის მატარებელია.
მაღალია ინსპექტირების ვერ გავლის ალბათობა. ამიტომ, ლოგიკურია ჯერ ავტო-სერვისს მივაკითხოთ, სადაც შეისწავლიან ჩვენი სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობას, მიგვითითებენ გამოსასწორებელი საკითხების შესახებ ან სულაც, თავად შეაკეთებენ. ერთი სიტყვით, რომ ვთქვათ მიზანშეწონილია თუ ავტომობილს ინსპექტირებამდე ტესტირებას ჩავუტარებთ ავტოსერვისში. ავტო-სერვისში ვიზიტის შემდეგ, წესით მშვიდად და თამამად უნდა ვაკითხავდეთ ინსპექტირების ცენტრებს.
თუმცა, ყოველთვის ყველაფერი ასე მარტივად არ ლაგდება. ავტოსერვისშიც ვაწყდებით გარკვეული ხასიათის პრობლემებს. მაგალითისთვის ორი სიტუაცია წარმოვიდგინოთ: 1. მექანიკოსმა ვერ, ან განზრახ არ აღმოაჩინა ხარვეზი თქვენს ავტომობილში, შესაბამისად ვერ შეაკეთეთ და ბუნებრივია ვერც ინსპექტირებას გაივლით. 2. შესაძლოა მექანიკოსმა (არაკეთილსინდისიერმა) ისეთი დეტალი „შეაკეთოს“, რომელიც რემონტს საერთოდ არ საჭიროებდა. მოკლედ, მსგავი სიტუაციებისგან დაზღვეული არავინ არის, მთავარია თქვენ როგორ მზადყოფნაში შეხვდებით ასეთ გამოწვევებს. ჩვენი მიზანიც ეს არის, რომ მძღოლს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ჰქონდეს გასავლელი პროცესის შესახებ.
ვფიქრობთ, ჩვენს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები გაგიმარტივებთ ცხოვრებას და ფუჭად არ დახარჯავთ არც დროს და არც ენერგიას.
რამდენად ხშირად უნდა გაიაროს სატრანსპორტო საშუალებამ ტესტი (პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება?
ისრაელში უმეტესობა ავტომანქანებმა უდა გაიაროს ტექნიკური დათვალიერება თუმცა, არსებობს გამონაკლისები:
- ახალი კერძო ავტომობილი - პირველი ორი წლის განმავლობაში ტექნიკური შემოწმებისგან თავისუფლდება, მაგრამ მასზე მაინც უნდა იყოს გადახდილი სახელმწიფო გადასახადი. შენიშვნა: ეს გათავისუფლება არ ვრცელდება სასწავლ სატრანსპორტო საშუალებებზე ან გაქირავებისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებებზე.
- თუ ავტომობილი 15 წელზე მეტი ხნის არის - აუცილებლად უნდა გაიაროთ სამუხრუჭე სისტემის შემოწმება სერტიფიცირებულ ავტოსერვისში დაწყებამდე და პერიოდული დათვალიერების დაწყებამდე
- თუ ავტომობილი 19 წელზე მეტი ხნის არის ("მოძველებული სატრანსპორტო საშუალება") განისაზღვრება, როგორც ავტომანქანა რომლის წარმოების დღიდან ტექნიკური პასპორტის ვადის გაგრძელებამდე გავიდა19 წელი, გარდა ტრაქტორის, საწევარისა და ავტობუსისა. მიუხედავად ამისა, თუ ავტობუსი 15 წელზე მეტი ხნის არის, ტექნიკური პასპორტის მოქმედების გაგრძელება მოითხოვს სახელმწიფო გადასახადის გადახდას და ტესტის გავლას წელიწადში ორჯერ.
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება
პერიოდული ტექნიკური დათვალიერება არის მანქანის ტექნიკური გამართულობის შემოწმება, რომელიც შესრულებულია სერტიფიცირებულ ავტოსატრანსპორტო ცენტრში საფასურის გადახდის შემდეგ ტესტის მიხედვით ტარდება შემდეგი სისტემების შემოწმება: საჭის სისტემა, ფარები, მუხრუჭები, საბურავის რეგულირება, ძარის ქვედა ნაწილი და იზომება მანქანის მიერ ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები.
- არის თუ არა ავტომფლობელი ვალდებული პირადად გამოცხადდეს ინსპექტირების ცენტრში?)
არა, ეს არ არის სავალდებულო. ავტომფლობელს შეუძლია სატრანსპორტო საშუალება გადასცეს სხვა პირს მინდობილობით. შესაბამისად პირი უფლებამოსილი ხდება, სხვის მფლობელობაში მყოფი ავტომობილი მან წარადგინოს ინსპექტირებისთვის.
რა ხდება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ვერგავლის შემთხვევაში?
თუ მანქანა აღმოჩნდება გაუმართავი, მფლობელს ეძლევა 7 დღე, რათა აღმოფხვრას ის და მოვიდეს განმეორებით (ინსპექტირებაზე). განმეორებითი შემოწმების ჩატარების შემთხვევაში აუცილებელია სერტიფიცირებული სერვის ცენტრისგან სამუხრუჭე სისტემის და საჭის სისტემის შეკეთების ცნობის წარდგენა გადახდილ ქვითართან ერთად.
- განმეორებითი ინსპექტირება
თუ ავტომობილს აღმოაჩნდება სერიოზული ხარვეზი ან დაზიანება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საგზაო მოძრაობის მონაწილეების ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს, მას აეკრძალება ექსპლუატაცია, სანამ ინსპექტირებას არ გაივლის წარმატებით. ასეთ შემთხვევაში ტესტირების ცენტრი ავტომობილს აძლევს გადაადგილების უფლებას მხოლოდ ევაკუატორით.
დაბრუნება გვერდზე სატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური დათვალიერება