ჩვენს შესახებ

„ტექნო-ტესტ“ ჯგუფი 40 წელზე მეტია, რაც სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების სფეროში მოღვაწეობს და წარმოადგენს სატრანსპორტო კონცერნს. აქ დასაქმებულია პროფესიონალი პერსონალი, რომელთა რაოდენობაც რამდენიმე ასეულს შეადგენს. ისინი მოქალაქეებს აწვდიან შემდეგი სახის სერვისებს: სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირება, ავტომობილის შემოწმება შეძენამდე, ტექნიკური ავტო-მომსახურება (მექანიკური და ელექტრო სამუშაოები). ასევე, კომპანია ახორციელებს საოპერაციო და ლოჯისტიკურ მომსახურებას

ჯგუფის სრულ დაქვემდებარებაში არსებული და მოქმედი ფილიალები: რიშონ ლეციონი, ტირათ ჰა-ქარმელი, ორ-აკივა, ხაიფა (ორი ფილიალი), კრაიოთი, რამათ-იშაი, მიგდალ – ჰაემეკი (მშენებლობის სტადიაზე)
ხელშეკრულებით მოქმედი სხვა ფილიალები: ბეერ-შევა (ორი ფილიალი), აშდოდი, იერუსალიმი, ხოლონი, იეჰუდ-ი, იარქა, ქფარ-საბა
ჯგუფი უზრუნველყოფს მომხმარებელს პასუხისმგებლობიანი, პროფესიონალური თანამედროვე სერვისით

ჯგუფს მინიჭებული აქვს ექსკლუზიური უფლებები ეროვნულ დონეზე ტექ-დათვალიერების სფეროში, ასევე ავტომობილების ყიდვამდე შემოწმების და ტრანსპორტირების უფლებები იმპორტიორებთან, სალიზინგო კომპანიებთან, სადაზღვევო კომპანიებთან, და სხვა იურიდიულ პირებთან.
ჯგუფი ემსახურება ასობით ათას კლიენტს წლის განმავლობაში. ორიენტირებულნი ვართ მომხმარებლის კმაყოფილებაზე, რაც წარმოადგენს ჩვენს მთავარ პრიორიტეტს. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ მუდმივად გავაუმჯობესოთ კლიენტების მიმართ მომსახურების სისტემა, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მეშვეობით, თანამედროვე ტექნიკის შეძენით, მომსახურების სფეროს გაფართოების და უმაღლესი კლასის სპეციალისტების დასაქმების მეშვეობით.
ტექნო-ტესტი მუდმივად სთავაზობს მომხმარებელს სიახლეს, ცოტა ხნის წინ შემუშავდა ახალი პროდუქტი და მოსახლეობა უკვე სარგებლობს ავტომობილის შესყიდვამდე შემოწმების სერვისით. რამაც გამოიწვია მომხმარებელთა კმაყოფილება. ნოვატორული იდეების განხორციელების გზით, სისტემატიურად ვცდილობთ გავუმარტივოთ ცხოვრება ავტომფლობელებს.
ტექნო-ტესტ ჯგუფი ატარებს კონსულტაციებს საავტომობილო ინდუსტრიის ცენტრალურ ფორუმებზე.
ამჟამად, ჯგუფი მუშაობს აღმოსავლეთ ევროპაში საერთაშორისო პარტნიორთან ერთად პროექტის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს ტექ – დათვალიერების ცენტრების ქსელის შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით. კერძოდ: კი საქართველოში

შეავსეთ საკონტაქტო ინფორმაცია

    הופכים את התחביב למקצוע ומצטרפים למומחים בתעשיית הרכב! טכנו טסט מגייסים עובדים למגוון תפקידים בתחום הרכב
    თითოეული კომპანია არის დამოუკიდებელი იურიდიული პირი, ჩვენ წინასწარ ბოდიშს ვიხდით შესაძლო უზუსტობების გამო.